English / ქართული / русский /
ივლია ონიანინონა ახვლედიანი
სტატისტიკური მონაცემები, როგორც რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასების ინსტრუმენტი

ანოტაცია. იმისათვის, რომ სწორად ვმართოთ  რეგიონის ინვესტიციური კლიმატი, შევიმუშაოთ და სრულვყოთ რეგიონული ინვესტიციური სტრატეგია, საჭიროა სიღრმისეული სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება, რომელთა საფუძველზე უნდა განხორციელდეს ქვეყნის რეგიონების მიხედვით ინვესტიციური კლიმატის ხელსაყრელობის დონის შეფასება. 

ნაშრომში განხილულია რეგიონის ინვესტიციური პოტენციალის მაფორმირებელი ფაქტორების ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფში შეტანილია ფაქტორები, რომლებიც აყალიბებს რეგიონის ინვესტიციურ პოტენციალს, ხოლო მეორე ჯგუფში _ ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს რეგიონის ინვესტიციურ რისკებს, ასევე მოცემულია რეიტინგული სააგენტოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ინვესტიციური მიმზიდველობის განმსაზღვრელი სტატისტიკურ მაჩვენებელთა სისტემა.

გაკეთებულია დასკვნა, რომ განხილულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზეა დაფუძნებული რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასება და ამ მაჩვენებელთა  89% ფორმირდება სტატისტიკური მონაცემების  საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები:  ინვესტიციური მიმზიდველობა, ინვესტიციური  კლიმატი, ინვესტიციური რისკები, ინვესტიციური პოტენციალი.

საქართველოს რეგიონები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით, სასოფლო სამეურნეო სავარგულებით, ეკონომიკური,  გეოგრაფიული, პოლიტიკური მდგომარეობით, მოსახლეობის უნარ-ჩვევებით, ყოფით, საბაზრო ურთიერთობათა სასტარტო პირობებით, ინვესტიციური მიმზიდველობის ხარისხით და სხვა ფაქტორებით, მკვეთრად განსხვავდებიან ესთმანეთისაგან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოში ინვესტიციური მიმზიდველობის შესწავლა  რეგიონების მიხედვით აუცილებელი საკითხია. ამასთან, ქვეყნისათვის დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის რეგიონების  ეკონომიკური განვითარების დონეების  გამოთანაბრების საკითხი. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის განვითარებაში ინვესტიციური რესურსების სწორი დაბანდებით. ინვესტიციების დაბანდებისათვის რეგიონის შერჩევის მთავარ საკითხს წარმოადგენს მისი ინვესტიციური მიმზიდველობის ხარისხობრივი შეფასება, ასეთი შეფასებისათვის კი ამოსავალ ინფორმაციას წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, ინვესტიციური საქმიანობის მარეგულირებაელი საკანონდებლო აქტები, და,  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების რაოდენობრივი მახასიათებლები უშუალო კავშირშია მათ ხარისხობრივ მხარესთან, პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია რეგიონების მიხედვით  სიღრმისეული სტატისტიკური გამოკვლევების გარეშე.

რეგიონების მიხედვით გამოკვლევა პირველ რიგში გულისხმობს პირველადი ინფორმაციის შეგროვებას, სადაც უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ  ამ ეტაპზე ფორმირდება პირველადი მონაცემები, რომლებიც მომავალში წარმოადგენს სტატისტიკური შენობის ფუნდამენტს. ამიტომ, საჭიროა გულდასმით მოვიფიქროთ და მკაფიოდ განვსაზღვროთ საკვლევი ამოცანა. თუ პირველადი მონაცემების შეკრებისას დაიშვება შეცდომა ან მასალა არასაიმედოა,  მაშინ ეს ზემოქმედებას ახდენს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული დასკვნების სისწორესა და საიმედობაზე. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის მახასიათებელი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების,  ტენდენციებისა და კანონზომიერებების  შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემური მიდგომით. მაშასადამე, სტატისტიკური კვლევის სხვადასხვაგვარი წესებისა და მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია შესასწავლი ობიექტის შესახებ ამომწურავი და საიმედო ინფორმაციის მიღება.

დღეს რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეცნიერების, ეკონომისტების, რეიტინგული აგენტებისა და ინვესტორების მხრიდან, რათა მიღებულ იქნეს სწორი ინვესტიციური გადაწყვეტილებები ინვესტიციების ფორმების მიხედვით (განხორციელდეს კერძო, სახელმწიფო თუ ერთობლივი ინვესტიციები, საშუალოვადიანი თუ გრძელვადიანი ინვესტიციები);  სწორად გავერკვეთ მიმდინარე სიტუაციებში და სწორად ვმართოთ რეგიონის ინვესტიციური კლიმატი; შევიმუშაოთ და სრულვყოთ რეგიონული ინვესტიციური სტრატეგია.

საქართველოს ეკონომიკისათვის დამახასიათებელია საინვესტიციო სივრცის არაერთგვაროვნება, რაზეც ნათელ წარმოდგენას იძლევა `საქსტატის” მონაცემები, რეგიონების მიხედვით პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების განაწილების შესახებ. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს  რეგიონების მიხედვით

(ათასი აშშ დოლარი)

რეგიონები

2011

2012

2013

2014

2015

2016

სულ

1130 263,5

1022 928,8

1 020 634,4

1 817 981,2

1652 507,5

1602 850,6

ქ. თბილისი

782 813

767692,0

742313,7

1366300,2

1315198,o

1374444,0

აჭარა

95849,6

56287,5

83137,5

169300,2

206563,4

95763,0

კახეთი

2759,9

16563,2

11020,6

15854,1

16118,6

5178,9

სამცხე-ჯავახეთი

12228,8

26370,0

51732,6

74258,9

31536,1

30953,8

ქვემო ქართლი

149882,6

41648,3

16309,7

55650,8

21159,8

29734,5

სამეგრელო, ზემო სვანეთი და გურია

70148,3

61922,4

57229,8

93648,2

51209,5

35444,1

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთი

5325,2

40024,0

59124,4

27951,1

25701,8

28935,8

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

14254,6

12420,4

-241,4

14347,8

-14979,5

2396,5

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, მთელი საანალიზო პერიოდისათვის დამახასიათებელია ინვესტიციების არათანაბარი განაწილება რეგიონების მიხედვით. ინვესტიციების 77,7% ორ რეგიონზე მოდის (ქ. თბილისი და აჭარის რეგიონი),  დანარჩენი ნაწილდება რვა რეგიონზე. ასევე არათანაბარია ინვესტიციების დინამიკაც. ასე მაგალითად, 2016 წელს, 2011 წელთან შედარებით, სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონისა და გურიის რეგიონში მთლიანობაში ინვესტიციების მოცულობა 49,5%-ით შემცირდა, ხოლო შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ზოგიერთი წლების მიხედვით, ამ მაჩვენებელის უარყოფითი მნიშვნელობა ფიქსირდება.

მაშასადამე, აუცილებელია, ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციური კლიმატის ხელსაყრელობის დონის შეფასება და იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გადაიჭრას, რადგან დღემდე ამ მხრივ  ჯერ კიდევ   მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი, კერძოდ:

ü უნდა შემუშავდეს  ქვეყნის რეგიონების ინვესტიციური მიმზიდველობის ანალიზისა და პროგნოზირების მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდოლოგია,  რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში შექმნილი ინვესტიციური კლიმატის ინტეგრალური დახასიათება;

ü უნდა შეიქმნას ისეთი მიზნობრივი მეთოდიკა, რომლის საფუძველზეც რეგიონების მიხედვით იქნებოდა შესაძლებელი ქვეყნის ინვესტიციური მიმზიდველობის ინტეგრალური რაოდენობრივი დონეების გამოთვლა;

ü უნდა შემუშავდეს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა რეგიონოს ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასება;

ü უნდა ხდებოდეს რეგიონების ინვესტიციური აქტიურობის კომპლექსური რაოდენობრივი შეფასება.

რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის ყველაზე უფრო განზოგადებულ მაჩვენებელს წარმოადგენს ინვესტიციური კლიმატი, რომელსაც განაპირობებს რეგიონში არსებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საკანონმდებლო, ეკოლოგიური, კრიმინოგენური, რესურსულ-სანედლეულო, ინფრასტრუქტურული ხასიათის ურთიერთდაკავშირებული პროცესების ფართო წრე, რომლებიც ასახავს რეგიონის ინვესტიციური საქმიანობის განვითარებისა და გაფართოების ობიექტურ შესაძლებლობებს და გვიჩვენებს რეგიონის ინვესტიციურ პოტენციალს.

რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის განმაპირობებელი ფაქტორები შეიძლება დავყოთ  ორი ჯგუფად. პირველი ჯგუფი აერთიანებს ფაქტორებს, რომლებიც აყალიბებს რეგიონის ინვესტიციურ პოტენციალს, მეორე ჯგუფი  ფაქტორებისა კი განაპირობებს რეგიონის ინვესტიციურ რისკებს. სხვა სიტყვებით, რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობა ეს ფაქტორების ერთობლიობაა, რომლებიც განსაზღვრავს ინვესტიციების მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას.

რეგიონის ინვესტიციური პოტენციალი − ესაა რეგიონის ობიექტური ეკონომიკური, სოციალური და ბუნებრივ-გეოგრაფიული თვისებების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ განმსაზღვრელი მნიშვნელობა ძირითად კაპიტალში ინვესტიციების მოზიდვის საქმეში, კერძოდ, ეს არის სამრეწველო წარმოების ტემპი, რეგიონის ავტოსაგზაო უზრუნველყოფა, მინერალურ-სანედლეულო რესურსები და ა. შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგიონში ადამიანური განვითარების ინდექსის შეფასება, რომელიც გულისხმობს რეგიონის ადამიანურ პოტენციალს. ეს პოტენციალი ფორმირდება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის, მათი შემადგენლობის და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ხარჯზე. მაგრამ, იმისათვის,  რომ იცხოვრო მოცემულ რეგიონში, უნდა გქონდეს გარკვეული მატერიალური და სულიერი სიკეთეები. ამიტომ პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება მოსახლეობის შემოსავლების მაჩვენებელი, თუმცა მხოლოდ ეს მაჩვენებელი ვერ ასახავს ვითარების რეალურ სურათს, ამიტომ, გარდა შემოსავლებისა, მიზანშეწონილია, ყურადრება გავამახვილოთ მატერიალური კეთილდრეობის დონეზე. კერძოდ, მნიშვნელოვანია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა და მისი განვითარების დონის შეფასება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ შემოსავალი და მივაღწიოთ მატერიალური კეთილდღეობის განსაზღრულ დონეს, რომელიც თავისთავად გულისხმობს მოსახლეობის ინფორმაციულობის გარკვეულ დონეს, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ რჩება რთულ ამოცანად, რამდენადაც ფაქტობრივად არ არსებობს საკმარისად საიმედო კრიტერიუმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა  მოსახლეობის ინფორმაციულობის ხარისხის შეფასებას.

რეგიონის ინვესტიციური რისკები - ეს არაკომერციული რისკებია, რომელსაც განაპირობებს რეგიონული ხასიათის ფაქტორები. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება რეგიონში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, შრომითი ურთიერთობების კონფლიქტურობის დონე, ბუნებრივი გარემოს მდგომარეობა, ეკოლოგიური დაბინძურების დონე, არასასურველი კლიმატი, დამნაშავეობების დონე და ა. შ. ამგვარი რისკების არსებობა განსაზღვრავს, რამდენია რეგიონის ინვესტიციური პოტენციალის არასრული გამოყენების ალბათობა.

განვითარებულ ქვეყანებში რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასების უფრო პოპულარულ მეთოდიკას წარმოადგენს რეიტინგული სააგენტოს ექსპერტების მეთოდიკა. ამ მეთოდიკის თანახმად, ინვესტიციური პოტენციალის მაჩვენებლებს მიეკუთვნება:

•  საწარმოო პოტენციალი, რომლის მახასიათებელი მაჩვენებელია მშპ მოსახლეობის ერთ სულზე;

•  შრომითი პოტენციალის მაჩვენებლები - ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხოვნობა, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას,  ყოველ 10 000 მცხოვრებზე უმაღლესი პროფესიული განათლების დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხვი.

•  სამომხმარებლო პოტენციალის მაჩვენებლები - შინამეურნეობების ფაქტობრივი საბოლოო სულადობრივი მოხმარება, 1000 მცხოვრებზე კერძო საკუთრების ავტომობილების რიცხვი, საცხოვრებელი შენობების საერთო ფართობი საშუალოდ ერთ მცხოვრებზე.

•  ინფრასტრუქტურული პოტენციალის მაჩვენებლები - საერთო სარგებლობის სარკინიგზო გზების საექსპლუატაციო სიგრძე, მყარი საფარის მქონე საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სისქე 1000 კვ.კმ-ზე, ტელეფონიზირებული დასახლებული პუნქტების ხვედრითი წილი.

•  ფინანსური პოტენციალის მაჩვენებლები - რეგიონული ბიუჯეტის პროფიციტი, გადასახადების, მოსაკრებლებისა და მსგავსი სავალდებულო გადასახდელების შემოსვლა ქვეყნის ბიუჯეტში, გაყიდული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების, პროდუქციის რენტაბელობა.

•  ინსტიტუციური პოტენციალის მაჩვენებლები - ორგანიზაციების მთლიან რაოდენობაში იმ ორგანიზაციების ხვედრითი წილი, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციებს, შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების რაოდენობა, ინოვაციური საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ხვედრითი წილი.

•  ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის  მაჩვენებლები - რეგიონის ტერიტორიის ფართობის თანაფარდობა ქვეყნის მთელ ტერიტორიასთან, მინერალურ სანედლეულო რესურსების მარაგები, რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა.

ინოვაციური რისკის მაჩვენებლებს მიეკუთვნება:

•  ეკონომიკური რისკის მაჩვენებლები - სამომხმარებლო ფასების ინდექსი, უმუშევრობის დონე, ძირითადი ფონდების ცვეთის ხარისხი.

•  ფინანსური რისკის მაჩვენებლები - რეგიონული ბიუჯეტის დეფიციტი, გადასახადებისა და მოსაკრებლების მიხედვით დავალიანება, სახელმწიფო ვალის თანაფარდობა რეგიონის ბიუჯეტის შემოსავლებთან, ზარალიანი ორგანიზაციების ხვედრითი წილი.

•  სოციალური რისკის მაჩვენებლები - ქვეყნის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოსახლეობის ხვედრითი წილი, მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის 10%-ის თანაფარდობა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის 10%-თან, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაზე დემოგრაფიული დატვირთვა.

•  კრიმინოგენური რისკის მაჩვენებლები - რეგისტრირებული დამნაშავეების რიცხვი  100000 მცხოვრებზე გაანგარიშებით.

•  ეკოლოგიური რისკის მაჩვენებლები - სტაციონარული წყაროებიდან დაბინძურებულ ნივთიერებათა გარემოში გატყორცნის ხარისხი, წყლის დაბინძურება და ა.შ.

რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასების ზემოთ განხილული  არც ერთი მიდგომა არ გამოდგება ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების გარეშე, რომელსაც წარადგენენ ოფიციალური სტატისტიკური ორგანოები როგორც ქვეყნის, ისე ტერიტორიულ დონეზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებელზეა დაფუძნებული რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასება და ამ მაჩვენებელთა 89% კი ფორმირდება სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე.

მაშასადამე, სტატისტიკური მონაცემების ხარისხზეა დამოკიდებული რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის სწორი სურათის ფორმირება. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტატისტიკურმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სისრულეს, საიმედობასა და თავისდროულობას. სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების მიერ წარმოდგენილი აქტუალური სტატისტიკური მონაცემების მართვისა და კონტროლისათვის საჭიროა დაცული იყოს ISO 9001-2008-სტანდარტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა.

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა შემუშავებულია ISO-ს სერია 9001-2008-სტანდარტის შესაბამისად. ეს არის ეფექტური მართვის სისტემა საქმიანობის ზუსტი რეგლამენტაციით და შედეგების მიზნობრივი ინდიკატორების მუდმივი მონიტორინგით. ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მოწოდებულია, მართოს სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხი შეგროვებისა და დამუშავების ეტაპიდან დაწყებული, ყველა დაინტერესებული მომხმარებლისათვის ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენის ეტაპამდე.

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების და მომხმარებელთა ინფორმაციით დაკმაყოფილების შეფასების მიზნით, მიზანშეწონილია, საქსტატმა ყოველწლიურად ჩაატაროს მარკეტინგული კვლევები ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით მომხმარებელთა დაკმაყოფილების ხარისხის შესწავლის მიზნით. კვლევის შედეგები იძლევა შესაძლებლობას, განისაზღვროს  სტატისტიკური ორგანოების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები მომხმარებელთა უპირატესობის მიკუთვნების თვალსაზრისით. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Новикова И., Рябцев В., Тихомирова Е. Сравнительный анализ индикаторов экономического и социального развития регионов ассоциации «Большая Волга» //Вопросы статистики, 1995. №3. с.30-31.
  2. Ройзман И., Шахназаров А., Гришина И., Оценка эффективности инвестиционных проектов: учет региональных рисков //Инвестиции в России. 1998. №10

სტატისტიკურიმონაცემები, როგორცრეგიონისინვესტიციური

მიმზიდველობისშეფასებისინსტრუმენტი

 

ანოტაცია. იმისათვის, რომსწორადვმართოთ  რეგიონისინვესტიციურიკლიმატი, შევიმუშაოთდასრულვყოთრეგიონულიინვესტიციურისტრატეგია, საჭიროასიღრმისეულისტატისტიკურიგამოკვლევებისჩატარება, რომელთასაფუძველზეუნდაგანხორციელდესქვეყნისრეგიონებისმიხედვითინვესტიციურიკლიმატისხელსაყრელობისდონისშეფასება.

ნაშრომშიგანხილულიარეგიონისინვესტიციურიპოტენციალისმაფორმირებელიფაქტორებისორიჯგუფი. პირველჯგუფშიშეტანილიაფაქტორები, რომლებიცაყალიბებსრეგიონისინვესტიციურპოტენციალს, ხოლომეორეჯგუფში _ ფაქტორები, რომლებიცგანაპირობებსრეგიონისინვესტიციურრისკებს, ასევემოცემულიარეიტინგულისააგენტოსექსპერტებისმიერშემუშავებულიინვესტიციურიმიმზიდველობისგანმსაზღვრელისტატისტიკურმაჩვენებელთასისტემა.

გაკეთებულიადასკვნა, რომგანხილულსტატისტიკურმაჩვენებლებზეადაფუძნებულირეგიონისინვესტიციურიმიმზიდველობისშეფასებადაამმაჩვენებელთა  89% ფორმირდებასტატისტიკურიმონაცემების  საფუძველზე.

საკვანძოსიტყვები:  ინვესტიციურიმიმზიდველობა, ინვესტიციური  კლიმატი, ინვესტიციურირისკები, ინვესტიციურიპოტენციალი.